Sunday, June 21, 2015

ჩემი პროექტის ტრიგონომეტრიული ფუნქციების პორტფოლიო.

მერვე დღე

             დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო დღე იყო მთელი ტრენინგების მანძილზე, არც ძალიან დავიღალეთ თან საბოლოო ვარიანტი ჩვენი პროექტისა დავამთავრეთ.
          დღევანდელ  ტრენინგზე მოსწავლეთა მხარდასაჭერად მოვამზადეთ დამხმარე რესურსი.
             ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის დამთავრებული ვარიანტი და ამავე ბლოგზე შევქმენით და დავამატეთ  გამოკითხვის გაჯეტი.
              ამ ტრენინგებზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სკოლაში პროექტებზე მუშაობისას.
                  ჩემ მოსწავლეებსა და კოლეგებს დავეხმარები პროექტების მომზადებაში.

Sunday, June 7, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიო იხილეთ ბმულზე

 https://drive.google.com/folderview?id=0B8n5ejQGmCP0fjRyc3FPR2ptQkVPZlJuMmFnby0wdjgwVnJfT1NTYWJWRWtZbDhPcmpabVk&usp=sharing

მეშვიდე დღე

დღეს პირველ რიგში დავასრულეთ პროექტის შაბლონის გეგმაში პროცედურებზე მუშაობა.
 დავიწყეთ მე-6 მოდული: დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისათვის.ვიცით რომ მოსწავლეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ინტერესების პიროვნული თვისებებისს და სწავლის ტიპის მიხედვით, ამიტომ ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება ან ინდივიდუალური მხარდაჭერა. როდესაც ვმუშაობთ პროექტს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შევიმუშაოთ ისეთი გეგმა სადაც ველა საჭიროების მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას და საინტერესო იქნება მათთვის ამ პროეტზე მუშაობა.

Saturday, June 6, 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო გამიდგა. დღეს გადავედით სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულზე: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. ვისწავლეთ, თუ როგორ გამოვიენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები 21-ე საუკუნის მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა.დავიხმარეთ ინტელის სახელმძღვანელო შეაფასების ფორმების უკეთ გარკვევაში.

Sunday, May 31, 2015

მეხუთე დღე

დღევანდელი მეცადინეობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დღეს გავიარეთ სახელმძღვანელოს მესამე და მეოთხე მოდულები, სადაც განვიხილეთ  ინტერნეტ კავშირები და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გეგმა. გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ ნაშრომებში საავტორო უფლებები. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგზე და ელ. ფოსტის ჩეთი. დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. ეს ნიმუში დაგვეხმარება განვსაზღვროთ
რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.