Sunday, May 31, 2015

მეხუთე დღე

დღევანდელი მეცადინეობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დღეს გავიარეთ სახელმძღვანელოს მესამე და მეოთხე მოდულები, სადაც განვიხილეთ  ინტერნეტ კავშირები და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გეგმა. გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ ნაშრომებში საავტორო უფლებები. ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგზე და ელ. ფოსტის ჩეთი. დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. ეს ნიმუში დაგვეხმარება განვსაზღვროთ
რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.

Saturday, May 30, 2015

ტრიგონომეტრია

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე უფრო საინტერესო და შრომატევადი იყო.
ჩემი პროექტის- ტრიგონომეტრიული ფუნქციები-მიმართულების მიმცემი კითხვებია:ზოგადი-პერიოდული პროცესები ბუნებაში.თემატური-რატომ არის მნიშვნელოვანი ტრიგონომეტრიის შესწავლა. შინაარსობრივი-ყველა ფუნქცია პერიოდულია? როგორ დავადგინოთ ფუნქციათა პერიოდულობა? რისი ტოლია სინუსის, კოსინუსის, ტანგესის უმცირესი დადებითი პერიოდი? გვეხმარება თუ არა ფუნქციათა პერიოდულობა გრაფიკების აგებაში?
დღეს განვიხილეთ მოდული2 აქტივობა 3.სადაც განვიხილეთ პროექტების შეფასებების სხვადასხვა მეთოდები. გავიგეთ რომ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელია 5 მიზანი, რომლებიც შედის განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებში. ჩვენი გეგმის შაბლონში შვიტანეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების დროის ჩარჩო. დღეს ვისწავლეთ და თან გამოვიყენეთ ჩვენ ბლოგზე სურათების ჩასმა და ფონის შეცვლა.

Tuesday, May 26, 2015

მესამე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეორე მოდულზე. განვიხილეთ ბლუმის შეცვლილი ტაქსონომია, მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები. დავასრულეტ მშობლის ბროშურა. ნაწილობრივ შევავსეთ პროექტის გეგმა.

Sunday, May 10, 2015

მეორე დღე

დღევანდელი დღე იმით იყო საინტერესო რომ, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის რეფლექსიებზე გავაკეთეთ კომენტარები. გავეცანით ერთმანეთის პროექტის  თემებს. შევისწავლეთ როგორ მოვზებნოთ და გადმოვიწეროთ პროექტის გეგმების ნიმუშები, განვიხილეთ პირველი მოდულის მეოთხე ქვეთავი. იმისათვის რომ მშობლებიც ჩართნონ და დავაინტერესოთ ისინი პროეტების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესებში ვისწავლეთ მშობლის ბუკლეტის შექმნა (ნაწილობრივ შევავსეთ და გავაგრძელებთ შემდეგ გაკვეთილზე)

Saturday, May 9, 2015

პირველი დღე

გაცნობა ერთმანეთის, სახელმძღვანელოს მოკლე მიმოხილვა, პირველი მოდულის განხილვა, საქაღალდის შექმნა და ფაილების გახსნა, მიბმული ფაილების გახსნა და შენახვა, ბლოგის შექმნა.